მამუკა ხაზარაძე: ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენ გარეშე
„თი ბი სი” ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, ხელისუფლების დახმარებით, ან მის გარეშე. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის თანაგუნდელებთან ერთად დღე და ღამე მუშაობს, რათა ეს პროექტი გამარჯვებამდე მივიდეს.
„პირველი გამარჯვება არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენადაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენჯერ პროკურატურა შემოგვიქსიეს. შემოგვისიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ. ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ, ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რათა ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე. პირდაპირ გეუბნებით, არც ეს გამოგივათ, რადგან ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად, ან თქვენს გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.