26 აგვისტოს, 16:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დიზაინერ ქეთევან ოთარაშვილის ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.
ქეთევან ოთარაშვილმა დაამთავრა თოიძის სამხატვრო სასწავლებელი… ერთხანს სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მუშაობდა.
თოჯინებს 4 წელია, ინტენსიურად აკეთებს. ფიქრობს, რომ ეს
გატაცება გენეტიკურია, რადგან მშობლები და წინაპრები ყოველთვის თავისი ხელითქმნიდნენ ულამაზეს ნივთებს…
„ისინი ჩემთვის ცოცხალი არსებები არიან და მათზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი. თოჯინები უდიდესი სიყვარული და შემოსავლის წყაროცაა. უმათოდ უკვე აღარ შემიძლია. ვფიქრობ, მოწოდებას მივაგენი ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ“, – ამბობს ქეთევან ოთარაშვილი.
გამოფენა 30 აგვსიტოს ჩათვლით გასტანს.
კომენტარები
კომენტარი