მიუნხენის აეროპორტის სპეციალურ ზონაში დაუდგენელი პირი შევიდა – აეროპორტის მეორე ტერმინალი დაკეტილია

მიუნხენის აეროპორტის მეორე ტერმინალი დაკეტილია, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ის, რომ დაუდგენელი პირი ტერმინალის სპეციალურ ზონაში მოხვდა.
აღნიშნული ზონა კი საბაჟო და საპასპორტო კონტროლის პუნქტების შემდეგ მდებარეობს.
„მეორე ტერმინალი, ასევე პირველი ტერმინალის „B“ და „C“ ზონები ამჟამად დაკეტილია. როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია, ამ ინფორმაციას მოგაწვდით“,-ნათქვამია აეროპორტის Twitter-ის გვერდზე.
აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ადამიანი მეორე ტერმინალში სავარაუდოდ, ავარიული გასასვლელიდან მოხვდა. პოლიცია შესაბამის სამუშაოებს ატარებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები