გაერო: მსოფლიოში საგანგაშო კლიმატური მდგომარეობაა
ჰაერში ნახშიროჟანგის კონცენტრაციამ კაცობრიობის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმამ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წლის ივლისი ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ჰაერში ნახშიროჟანგის რეკორდული კონცენტრაცია გამოავლინა.
„CO2-ს ასეთი კონცენტრაციის დონე უკანასკნელად 3-5 მლნ წლის უკან იყო, მაშინ ჰაერის ტემპერატურა ბევრად მაღალი იყო, ზღვის დონეები კი 10-დან 20 მეტრამდე მაღალი იყო“,-აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
დამსწრე საზოგადოებას გუტიერეშმა გრენლანდიის ყინულების დნობაც შეახსენა, სადაც, მისი თქმით, მხოლოდ ივლისში 179 მლრდ ტონა ყინული დაიკარგა.
ასევე მისი თქმით, ჰაერში ნახშიროჟანგის ათობით მეგატონის მოხვედრის პროვოცირება ციმბირის, კანადის, ამაზონის, გრენლანდიის, ასევე ალიასკის ხანძრებმა გამოიწვია.