ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“ 1-ელ სექტემბერს გაიხსნება
ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ პირველ სექტემბერს ეპისკოპოსის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალს წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ სტეფანე ბირიუკოვის ოსტატობის გაკვეთილზე შექმნილი ანიმაციური ფილმი გახსნის. ამავე დღეს გიორგი მაღრაძისა და მისი მეგობრების კონცერტი გაიმართება – ვიოლინო – მარინა კირაკოზოვა, ფორტეპიანო – ლიკა ხორბალაძე, ვიოლონჩელო – მედეა ხეოშვილი, ჰობოი – გიორგი მაღრაძე.
გაიხსნება მხატვარ თემო მაჭავარიანის ფერწერის და გრაფიკის პერსონალური გამოფენა.
ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმები პორტუგალიიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან ბელორუსიიდან, ასევე ნიქოზში წელსაც წარმოდგენილი იქნება ანესის ანიმაციის ფესტივალის ფილმები.
ნიქოზის ფესტივალის სტუმარია დრეზდენის ცნობილი საერთაშორისო ფესტივალი და ფილმები გერმანიიდან. უცხოელი სტუმრები ჩაატარებენ ფესტივალის ტრადიციულ მასტერკლასებს ახალგაზრდა ანიმატორებისთვის.
ანიმაციების გარდა ნიქოზის ფესტივალზე კონცერტს გამართავს ანსამბლი „დიდგორი“. ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგარა“ კი წარმოადგენს სპექტაკლს „მათეს ვნებანი“ .
ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის „სინედოკის“ (საქართველო) ანიმაციური ფილმები და წარმოდგენილი იქნება სტუდენტური ფილმები, რომელიც სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს.
ფესტივალი გორის ქალთა კამერული გუნდის საზეიმო კონცერტით დასრულდება.
ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი კონფლიქტის ზონაში მხატვარ გელა კანდელაკისა და მეუფე ისაიას ინიციატივით 2011 წელს დაარსდა.
წლევანდელი ფესტივალი „ნიქოზი“ 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.
1 სექტემბერი, კვირა
ფესტივალის საზეიმო გახსნა – ნიქოზი – ეპისკოპოსის სასახლე
14:00
• ქორეოგრაფიული წარმოდგენა – წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები
• ხალხური სიმღერები – წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები
• მისასალმებელი სიტყვა – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია
• „ნიქოზი“- ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ სტეფანე ბირიუკოვის ოსტატობის გაკვეთილზე შექმნილი ანიმაციური ფილმი
• მისასალმებელი სიტყვა – ფესტივალის სტუმრები
• კლასიკური მუსიკის კონცერტი – წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ყოფილი მოსწავლე გიორგი მაღრაძე და მისი მეგობრები: მარიანა კირაკოზოვა, ლიკა ხორბალაძე, მედეა ხეოშვილი
ნიქოზი – წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა
16:30
• „ნიქოზის ხელოვნების სახლი“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტების გამოფენა
• ჩრდილების თეატრი „მინიატურები“- ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები
ნიქოზი – მონასტრის საგამოფენო დარბაზი
17:15
• თემო მაჭავარიანის ნახატების გამოფენა
2 სექტემბერი, ორშაბათი
……………………
9:00
თბილისიდან ავტობუსით გამგზავრება ნიქოზში (გასვლა ვარდების მოედნიდან)
ნიქოზი – ეპისკოპოსის სასახლე
11:00
• პორტუგალიური ფილმების რეტროსპექტივა – ფერნანდო გალრიტო, ლისაბონის ანიმაციურ ფესტივალ მონსტრას სამხატვრო ხელმძღვანელი
შესვენება
13:00
• ანესის ფესტივალის ფილმები (საფრანგეთი)
შესვენება
15:00
• ვლადიმერ ლეშჩოვი (ლატვია)
• ოდ ა ლეპლეჟი (საფრანგეთი)
• ლოძის კინოსკოლის სტუდენტური ფილმები (პოლონეთი)
• ირინა კოდიუკოვა (ბელარუსი)
• ალა ჩურიკოვა (გერმანია)
შესვენება
17:00
• საფორტეპიანო კონცერტი – თამარ ჟვანია
თბილისში ავტობუსით დაბრუნება
ნიქოზი – წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლა
13:00
• ოსტატობის გაკვეთილი – ფერნანდო გალრიტო (პორტუგალია)
3 სექტემბერი, სამშაბათი
…………………….
* ავტობუსი თბილისიდან არ გავა
ნიქოზი – ეპისკოპოსის სასახლე
საბავშვო ფილმების პროგრამა
13:00 პირველი სეანსი
• კასპარ იანსისი (ესტონეთი)
14:30 მეორე სეანსი
• დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალის ფილმები (გერმანია)
წეროვანი – დევნილთა დასახლება, კულტურის ცენტრი
18:00
• ფესტივალის სტუმრების შეხვედრა წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან
18:30
• ხალხური სიმღერების კონცერტი – ანსამბლი „დიდგორი“
ანიმაციური ფილმების პროგრამა
19:30
• ხორვატული ფილმები
• ანესის ფესტივალის საბავშვო ფილმები (საფრანგეთი)
• სუზდალის ფესტივალის საბავშვო ფილმები (რუსეთი)
4 სექტემბერი, ოთხშაბათი
…………………….
10:00
თბილისიდან ავტობუსით გამგზავრება ნიქოზში (გასვლა ვარდების მოედნიდან)
ნიქოზი – ეპისკოპოსის სასახლე
12:00
• „მათეს ვნებანი“ იოჰან სებასტიან ბახის მიხედვით – საქართველოს სახელმწიფო ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა – გაგრა“
შესვენება
13:30
• დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალის ფილმები (გერმანია)
• პოლ ბუში (დიდი ბრიტანეთი)
შესვენება
15:30
• „შემოქმედებითი ევროპა საქართველოს დესკი“ – საინფორმაციო შეხვედრა
16:00
• ლუცერნის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უმაღლესი სკოლის სტუდენტური ფილმები – რეჟისორი, პროფესორი ოტო ალდერი (შვეიცარია)
• კვიპროსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფილმები
თბილისში ავტობუსით დაბრუნება
ნიქოზი – წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლა
15:30
• ოსტატობის გაკვეთილი – ალა ჩურიკოვა (გერმანია)
5 სექტემბერი, ხუთშაბათი
…………………….
09:00
თბილისიდან ავტობუსით გამგზავრება ნიქოზში (გასვლა ვარდების მოედნიდან)
ნიქოზი – ეპისკოპოსის სასახლე
11:00
• ანიმაციური ფილმები – საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი „სინედოკი“ (საქართველო)
ქართული ანიმაცია
• სტუდენტური ფილმები – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (საქართველო)
• სტუდენტური ფილმები – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
• ანიმაციური ფილმები – სტუდია „ბაო“ (საქართველო)
შესვენება
13:00
• ბადენ-ვუტემბერგის კინოაკადემიის ფილმები – ფესტივალების კოორდინატორი ევა სტიგმაიერი (გერმანია)
• ბაბელსბერგის კინოუნივერსიტეტის ფილმები – პროფესორი ფრანკ გესნერი (გერმანია)
შესვენება
15:00
ანიმაციური ფილმები
• ანიტა კილი (ნორვეგია)
• შარონ მირსკი (კანადა)
• ხორვატული ანიმაციური ფილმები
თბილისში ავტობუსით დაბრუნება
6 სექტემბერი, პარასკევი
…………………….
09:00
თბილისიდან ავტობუსით გამგზავრება ნიქოზში (გასვლა ვარდების მოედნიდან)
ნიქოზი – ეპისკოპოსის სასახლე
11:00
• ფრანგული ანიმაციური ფილმები – საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
• სუზდალის ანიმაციური კინოს ფესტივალის ფილმები (რუსეთი)
შესვენება
13:00
• ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა და ოსტატობის გაკვეთილი – რეჟისორი და ანიმატორი მაიკლ დუდოკ დე ვიტი (ნიდერლანდები)
15:00
• ფესტივალის საზეიმო დახურვა
შესვენება
16:30
• კონცერტი – გორის ქალთა კამერული გუნდი
თბილისში ავტობუსით დაბრუნება