პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სხდომის გამართვაზე.
უკვე ცნობილია, რომ სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, უწყება ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები