ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: კახეთის მოსახლეობასთან განვიხილეთ პროექტები, რომლებიც იდეების ინკლუზიური გენერირებით უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას

„ადგილობრივ საჭიროებებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და ყველა პროექტი, რომლებიც ერთობლივად განვიხილეთ, ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ინკლუზიურად იდეების გენერირება და შეიქმნას ისეთი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებას ზრდას” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მინისტრის მოადგილესთან ერთად თელავის სოფლებში – კისისხევში, ნასამხრალსა და წინანდალში იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტარები – ირაკლი სესიაშვილი, ლევან კობიაშვილი, გელა სამხარაული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. როგორც შეხვედრებზე ითქვა, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან იმ გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა, რომელთა გათვალისწინებითაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები