საქართველოში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 44.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები წინა თვესთან შედარებით 1.3 მლრდ ლარით, ანუ 3%–ით გაიზარდა და 2019 წლის პირველი აგვისტოსათვის 44.3 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12%–ია.
პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.