ტრამპს G7-ში რუსეთის მიწვევასთან დაკავშირებით სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან უთანხმოება აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან ქალაქ ბიარიცში, სადაც სამიტი მიმდინარეობს, რუსეთის საკითხთან დაკავშირებით იკამათა.
The Guardian. -ის ინფორმაციით, ვახშმის დროს ტრამპი არწმუნებდა კოლეგებს, რომ ირანის, ჩინეთის და სირიის საკითხების განხილვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გარეშე არ შეიძლება.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპს მხარი მხოლოდ იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ დაუჭირა. იაპონიის ლიდერმა კი, ნეიტრალიტეტი ამჯობინა.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კამათის დროს, ვითარება სულ უფრო იძაბებოდა.
„დანარჩენი ლიდერების პოზიცია იყო, რომ სამიტი ლიბერალური დემოკრატიების ერთობაა, და შეუძლებელია პუტინის იქ მიწვევა, რადგან ის ამ ფასეულობებს არ შეესაბამება“,-აღნიშნა წყარომ.