ბაქო- თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა მილიონ ტონას აჭარბებს
ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე ყოველთვიურად დაახლოებით მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება. აზერბაიჯანული სააგენტო trend.az -ის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ტვირთების მოცულობა გაზრდილია და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე ნარჩუნდება.
აღნიშნულმა სარკინიგზო მაგისტრალმა ფუნქციონირება 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. თურქული მხარის ოფიციალური მონაცემებით, სარკინიგზო ხაზის ფუნქციონირების პირველ წელს 116 მატარებლით გადაიზიდა 110 000 ტონა ტვირთი. თავდაპირველი გათვლებით ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონას მიაღწევს, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ვარაუდობენ.
ბაქო – თბილისი -ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრია. აქედან 503 კმ აზერბაიჯანზე, 255 კმ საქართველოზე, ხოლო 68 კილომეტრი თურქეთზე გადის. პირველ ეტაპზე ამ მაგისტრალის მეშვეობით 1 მილიონი მგზავრის გადაყვანას ვარაუდობენ. საპროექტო გათვლებით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.