სომხეთში ხელისუფლების დამხობა იგეგმება? – ოპოზიცია ერთობლივი ქმედებისთვის ემზადება
სომხეთის პარტია „ეროვნული თანხმობის“ ლიდერის არამ არუთუნიანის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს, რათა შეიქმნას ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა.ამის შესახებ პოლიტიკოსმა „სომხეთის ხმას“ განუცხადა.
მისი თქმით, ახალი ალიანსი უკვე შემოდგომას ჩამოყალიბდება, რომლის ფორმატი იქნება „კონსენსუსი მინუს 1“, რაც იმას ნიშნავს, რომ მინუს ერთი შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, არამედ ის ძალებიც, რომლებიც მას ღია თუ ფარულ მხარდაჭერას უცხადებენ.
არუთუნიანის თქმით, ერთიანი ალიანსის ფორმატში მოქმედება გააზრებული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას ნეგატიური დამოკიდებული აქვს იმათ მიმართ, ვინც მის წინააღმდეგ გამოდის.
„ფაშინიანის სახით ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელიც არის ძალიან გაუწონასწორებელი, რომელიც შიშის ფონზე არაადეკვატური ქმედებისთვისაც არის მზად. ვიცით, როგორ მოიქცევა ის, იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, მთავრობის შენობასთან 10 ათასი ადამიანი შეიკრიბება და მის გადადგომას მოითხოვს და რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაიშლება“,-განაცხადა არუთუნიანმა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ ხელისუფლების ცვლილება რყევის გარეშე მოხდეს. ოპოზიციის ლიდერის თქმით, საჭიროა ადამიანებთან მუშაობა და ახსნა, რომ არაადეკვატური ქმედება, შესაძლოა, სისხლისზღვრით დასრულდეს.
არუთიანიანი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ალიანსს სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი გაუძღვეს.