ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ანსამბლი „მჭელი“ კონცერტს გამართავს
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში, 26 აგვისტოს, 20:00 საათზე, ანსამბლი „მჭელი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები შესრულდება.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.
ფოლკლორის ცენტრი, ამ საღამოებით, დედაქალაქში, ორშაბათ საღამოს, დროის საინტერესოდ გატარებას უსურვებს მსურველს.
2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
მხარდამჭერები: საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; TV Imedi, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი; „ეკო გარდენი“.