ყვარლის ციხის კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

2019 წელს დასრულდა ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საფორტიფიკაციო ნაგებობის აღნიშნულ ფრაგმენტზე აღდგენითი სამუშაოები, რომელიც კომპანია „ბურკიტექმა“ აწარმოა, გასულ წლის მეორე ნახევარში დაიწყო და მიმდინარე წელს გაგრძელდა.
კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილი იყო, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. კირხსნარით შეივსო ნაგებობის ბზარები, ხოლო გამოქარული საპირე წყობები წყლის ჭავლით დამუშავების შემდეგ კირდუღაბით ამოივსო. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.
სამომავლოდ, არქიტექტურული კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები