“დღეს, ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეა – ის იყო დედა, რომელმაც რკინის ქალამნები ჩაიცვა სიმართლის დასამტკიცებლად”

“ირინა ენუქიძე – გმირი დედა, ქალბატონი, რომელიც შვილის დაკარგვის შემდეგ, სხვისი შვილების სიცოცხლისთვის, თავგანწირული იბრძოდა !” – წერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ირინა ენუქიძე იყო ქალი, რომელიც ვერ გატეხეს და ვერ შეაშინეს.
“ადამიანი, რომელიც ვერ შეაშინა ვერავინ და ვერაფერმა! გმირი დედა, რომელმაც რკინის ქალამნები ჩაიცვა სიმართლის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად ! ის იყო შეუდრეკელი ადამიანი, ადამიანი, რომელიც ვერ გატეხეს, ვერ შეაშინეს, ვერ მოისყიდეს. ირინა იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში, მეხსიერებაში, როგორც ძლიერი, მისაბაძი და მებრძოლი დედა! ​როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო… დიახ, ის არ იყო ცოცხალი სანდროს გარეშე..
დღეს, ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეა…”- წერს ჯაბა ჯიშკარიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები