ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Tasnim-ი ირანის შეიარაღებული ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის თავდაცვისა და სტრატეგიული სისტემების გამოცდის მოედანი იყო. ჩვენი შემაკავებელი ძალების გაზრდიდან გამომდინარე, ეს შეუჩერებლად გრძელდება. გუშინ ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ასეთი წარმატებული დღე იყო“, – განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა.
ირანის სარაკეტო პროგრამა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. აშშ–ის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი 2018 წელს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციები კვლავ აამოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები