საფრანგეთში დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყება

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყება, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება.
რიგით 47-ე სამიტზე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერები შეხვედრებს გამართავენ, ესენია: აშშ–ი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთის, იტალია, კანდა, დიდი ბრიტანეთი.
ლიდერები აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ომს, ირანის ბირთვულ შეთანხმებას და ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებას განიხილავენ. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ლიდერები ამაზონის ტყის ხანძრის საკითხსაც შეეხონ. შესაბამისი ინიციატივით რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვ
იდა.ცნობილია, რომ სამიტის დასრულების დროს, “დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების ლიდერები ერთობლივ განცხადებას არ გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები