უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
უკრაინაში, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. პირველად ეს თარიღი 1991 წლის 16 ივლისს აღინიშნა, იმის ნიშნად, რომ ამ დღეს, 1990 წელს, უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია დაამტკიცა. ასევე, 1990 წლის 16 ივლისს, უზენაესმა საბჭომ „უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ“ დადგენილება მიიღო.
თუმცა უკვე 1991 წლის 24 აგვისტოს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საბოლოო დადგენილება უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, თარიღის აღნიშვნაში კი ცვლილება მოხდა.კიევ
ში საზეიმო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს, რომელშიც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.
2014 წლიდან პირველად, დამოუკიდებლობის დღეს უკრაინაში აღლუმის გარეშე აღნიშნავენ.