რუსეთში, წყალქვეშა ნავებიდან ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს
რუსული წყალქვეშა ნავებიდან – „ტულა“ და „იური დოლგორუკიდან“ ბალისტიკური რაკეტები – „სინევა“ და „ბულავა“ გაუშვეს. რაკეტების საცდელი გაშვება ბარენცის ზღვის აკვატორიიდან მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რაკეტებმა არხანგელსკის ოლქში მდებარე „ჩიჟის“ სასწავლო პოლიგონზე, ასევე, კამჩატკის „კურაზე“ სამიზნეები წარმატებით გაანადგურეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაშვების შედეგად, რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე, გემების სარაკეტო კომპლექსების მუშაობის ეფექტურობა დადასტურდა.
23 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, სადაც ძალოვნებს დაავალა, აშშ–ის მიერ 18 აგვისტოს რაკეტის საცდელი გაშვების საპასუხოდ, „სიმეტრიული პასუხის გასაცემად, ამომწურავი ზომების მიღება“.