საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოტნე ქობულაშვილი თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 21 აგვისტოს დაკავებული 18 წლის ცოტნე ქობულაშვილი თავისუფალია.
ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
“უკანონო დაკავებისთანავე დაუყონებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – აცხადებენ სუს-ში.