ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სარაკეტო გამოცდაზე „სიმეტრიული პასუხის“ გაცემის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაბამის უწყებებს დაავალა აშშ-ის მიერ რაკეტის გამოცდაზე საფრთხის დონის ანალიზი და შემდგომ „სიმეტრიული პასუხის გასაცემად ამომწურავი ზომების მიღება“.
შესაბამისი ბრძანება პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასცა. 18 აგვისტოს აშშ-მა გამოცადა სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა, რომელმაც პენტაგონის ცნობით, 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მყოფი სამიზნე წარმატებით გაანადგურა. „ასეთი შეიარაღება განეკუთვნება საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 1987 წლის ხელშეკრულებით (INF) აკრძალულ კატეგორიას“, – განაცხადა პუტინმა. 2 აგვისტოდან საშუალო და მცირე მანძილის მოქმედების რაკეტების აკრძალვის შეთანხმებამ ძალა დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები