უკრაინაში 23 აგვისტოს დროშის დღეს აღნიშნავენ (ფოტო,ვიდეო)

უკრაინაში 23 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ. თავდაპირველად, დროშის დღე მხოლოდ კიევში, მუნიციპალურ დონეზე 24 ივლისს აღინიშნებოდა. სწორედ ამ დღეს, 1990 წელს, ყვითელ-ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი დროშა პირველად კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე აღიმართა. 1991 წლის 23 აგვისტოს, მოსკოვის პუტჩის შემდეგ, სახალხო დეპუტატთა ჯგუფმა დროშა უმაღლესი რადის სასესიო დარბაზში შეიტანა. მეორე დღეს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 4 სექტემბერს კი ყვითელ-ლურჯი დროშა პარლამენტის შენობის თავზე აღმართეს. საერთოეროვნულ დონეზე ეს დღე პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას დადგენილების თანახმად, 2004 წლიდან აღინიშნება. 23 აგვისტოს ქვეყანაში საზეიმო ღონისძიებები იმართება. სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოში უკრაინის საელჩო გამოეხმაურა. „ამ დღეს უკრაინა აღნიშნავს ჩვენი ერისა და იდენტობის სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღეს. დაე, ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალოს და ახალ გამარჯვებებს შთაგვაგონოს! #ChangingUkraineTogether“,-ნათქვამია საელჩოს Facebook გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები