ვანის არქეოლოგიური მუზეუმი რეგიონში ყველაზე გამორჩეული იქნება

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერეს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ჯამში 19 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი ოთხსართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია  და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.
მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე, უკვე დაიწყო ვანის ცენტრალური მოედნის, არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები