ბრაზილიის პრეზიდენტმა მაკრონი ამაზონის ტყესთან დაკავშირებით განცხადების გამო გააკრიტიკა
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყესთან დაკავშირებით ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის გამოხმაურება გააკრიტიკა.
მაკრონმა Faceebok-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ის რაც ამაზონის ტყეში ხდება საერთაშორისო ტრაგედიაა. მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, საკითხის განიხილოს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე , რომელიც 24-26 აგვისტოს გაიმართება.
ბრაზილიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მაკრონი ამაზონის ტყის თემას საკუთარი ინტერესისთვის იყენებს.
„ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი მაკრონი ბრაზილიის შიდა საქმეების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის ცდილობს. მისი წინადადება, რომ საკითხის განიხილოს დიდი შვიდეულის სამიტზე ბრაზილიისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, კოლონიალურ მენტალობას გვახსენებს, რომელიც XXI საუკუნეში დაუშვებელია“, – დაწერა ბრაზილიის პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე.
ამაზონის ტყეში ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს.