ლევან გელბახიანს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო – „სარაევოს გული“ გადაეცა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო „სარაევოს გული“ ლევან გელბახიანს გადაეცა.
მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“.
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ქართული ფილმია წარდგენილი: ირინე ჟორდანიას „მარქსის ქუჩა 12“  (მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი), პეტრე თომაძის „ღამის სეანსი“ (სტუდენტური ფილმების კონკურსი), ლევან აკინის ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები