ხელისუფლების წარმომადგენლებმა სენაკში ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები გააცნეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ. ამჯერად შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის, თეკლათის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.
შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ნაპირსამაგრების და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება დაასახელა.