გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში „რაინეარის“ შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს ჩვენს ქვეყანაში.
ამის შესახებ ჩოგოვაძემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.
„საქართველოში “რაინეარის“ შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს. მომავალშიც დაემატება ევროკავშირის ქვეყნები და ეს ნიშნავს, რომ ევროპა დაუახლოვდება საქართველოს. ხელშეკრულების თანახმად გადაწყდა, რომ ავიაკომპანია სამ ახალ პირდაპირ რეისს მიმდინარე წელს დაიწყებს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები