აშშ-ის დაზვერვა: „ისლამური სახელმწიფო“ აღორძინების გზაზეა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიასა და ერაყში ძალების აღდგენით არის დაკავებული.
ამის შესახებ New York Times-ი აშშ-სა და ერაყში დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
New York Times-ი წერს, რომ დაჯგუფების შევსება ლტოლვილთა ბანაკებიდან ადამიანების მეშვეობით ხდება – თითქოს, მას უკვე 18 ათასამდე მებრძოლი ჰყავს მობილიზებული.
ტერორისტები სნაიპერულ თავდასხმებს, ძალოვნებსა და საზოგადო მოღვაწეებს ესხმიან თავს და ადამიანებს იტაცებენ.
გაზეთის მიმომხილველი ვარაუდობს, რომ „დაეშს“ 400 მლნ დოლარამდე სარეზერვო სახსრები აქვს. გარდა ამისა, ორგანიზაციის ლიდერები შემოსავალს თევზის, საავტომობილო ბიზნესისგან იღებენ, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდისგან.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აღმოსავლეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში ძალას იკრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები