“სექტემბერში უკვე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას”

“სექტემბერში უკვე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. შესაბამისად, სექტემბერიც და ოქტომბერიც ამ კუთხით ძალიან დატვირთული იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, შედგება სხვადასხვა სამუშაო ფორმატის შეხვედრა, სადაც განიხილავენ როგორც კონსტიტუციურ კანონპროექტს, ასევე – სხვა საარჩევნო ცვლილებებს.
„ამის თაობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო შეხვედრის დასრულების დროსაც. ითქვა, რომ შედგებოდა შეხვედრები. სექტემბერში უკვე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. შესაბამისად, სექტემბერიც და ოქტომბერიც ამ კუთხით ძალიან დატვირთული იქნება. შედგება სხვადასხვა სამუშაო ფორმატის შეხვედრა, სადაც განვიხილავთ როგორც კონსტიტუციურ კანონპროექტს, ასევე – სხვა საარჩევნო ცვლილებებს. არის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გათვალისწინებული იმ პროექტით, რომელიც ჩვენ მიერ იყო წარდგენილი დისკუსიების დროს, მათ შორის, საქმე ეხება საარჩევნო სისტემებს, ასევე, აჭარის დონეზე არის დაგეგმილი პროპორციული სისტემის შემოღება უკვე 2020 წლისთვის. გარდა ამისი, კარგი დაფინანსების სისტემა შევთავაზეთ პოლიტიკურ პარტიებს. საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე, უფასო საეთერო დროის სწორად განაწილებაზე და ეს ყველაფერი არის შემდგომი განხილვის საგანი. გვექნება მსჯელობა ყველაფერზე, მათ შორის, იმ საკითხებზე, რომლებზეც საუბარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, კერძოდ, სიძულვილის ენის საკითხებსა და სხვა.
განხილვების ფორმატი იქნება რაციონალური. ჩვენთვის მთავარია, ფართო კონსენსუსით დავასრულოთ დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. გვექნება კონსულტაციები ფორმატთან დაკავშირებითაც, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პარტიებთან და ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ ფორმატს, რომელიც მოგვცემს დისკუსიის საუკეთესო საშუალებასა და ფართო კონსენსუსის მიღწევის საშუალებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები