ნოდარ მელაძე: სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, ვაპირებ

“სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, ვაპირებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაიცავს ჩემს ინტერესებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნოდარ მელაძემ განუცხადა, რომელიც არხის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
როგორც მელაძემ აღნიშნა, მის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაიცავს.
“მე არ მინდოდა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლის თანამდებობა იმიტომ, რომ მქონდა ძალიან კარგი პოზიცია, ვიყავი პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი, ვებგვერდის მთავარი რედაქტორი, P.S. -ის რეპორტიორი და “აქცენტების” პროდიუსერი. მაშინ არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო, რომ მოხდებოდა შიდა როტაცია თანამდებობრივი. მითხრეს, რომ ჩადი, არავინ შეგეხება და კონტრაქტი გაფორმდა მყარი გარანტიებით, შესაბამისად, ამ კონტრაქტით ვიდავებთ სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა არა მხოლოდ ჩემი უფლებები, არამედ შევქმნათ პრეცედენტი, რომ ასე, როდესაც ტელევიზიაში მფლობელი შეიცვლება, მფლობელს აღარ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ პანტა-პუნტით გაყაროს მედიამენეჯერები ან ჟურნალისტები სამსახურიდან იმიტომ, რომ ვიღაც მის ინტერესში არ შედის. შეჯამების სახით მინდა, ვთქვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილთან მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენ ეს ამბავი გავაშუქეთ შაბათს, სადაც მაია ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეკვეთილის რეზიდენციაში იმიტომ, რომ დროში გაიჭიმაო პროცესი „რუსთავი 2-ში“ წმენდის, რადგან “კურიერი” იყო ზუსტად იმავე რელსებზე, რომელზეც იყო წლების განმავლობაში და მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება წმენდის დაწყებასთან დაკავშირებით და პირველი უნდა ყოფილიყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელსაც გაათავისუფლებდნენ და შემდეგ ეტაპობრივად დაიწყებოდა “კურიერის” წმენდა”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები