დიმიტრი საძაგლიშვილი: შესაძლებელია, დავალების შესასრულებლად რომელიმე პირმა შეიძინოს „რუსთავი 2“

“შესაძლებელია, დავალების შესასრულებლად რომელიმე პირმა შეიძინოს „რუსთავი 2“, – ამის შესახებ ტელეკომპანიის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
„არ გამოვრიცხავთ, რომ „რუსთავი 2-ის“ გაყიდვა კვლავ რჩება დღის წესრიგში, თუმცა ქიბარ ხალვაშის თავდაპირველი განცხადებაც ისეთი იყო, რომ, პირიქით, ხალხს მოუწოდებდა – არავინ იყიდოთ „რუსთავი 2“, ვიდრე იყიდეთო. მან გაბერა „რუსთავი 2-ის“ ვალდებულებები. არ თქვა ის გარემოება, რომ ამ ვალდებულებების დიდი ნაწილი, უბრალოდ, ხანდაზმულია, ძალიან ძველია. 15 წელზე მეტია, რაც ეს ვალდებულებები კომპანიას მოსდევს და არანაირი ვალდებულებები ამ ვალების დიდი ნაწილის გადახდისა აღარ არსებობს.

ცხადია, რომ ეს არ არის ქონების გაყიდვის ნორმალური რეჟიმი და ბუნებრივია, რომ არც ნორმალური მყიდველი  გამოჩნდება. უბრალოდ, შესაძლებელია, დავალების შესასრულებლად რომელიმე პირმა შეიძინოს „რუსთავი 2“ და სწორედ ამას ემსახურება ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომ ისინი არ მიიჩნევიან კანონიერ მესაკუთრეებად“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
არხის მფლობელის ქიბარ ხალვაშმა განცხადებით, რუსთავი 2“ არ გაიყიდა და მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზია არ გაკოტრდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები