ბელგიური ჯგუფის Oscar And The Wolf-ის კონცერტი საქართველოში მეორედ გაიმართება
12 ოქტომბერს საქართველოში ბელგიური ჯგუფის Oscar And The Wolf-ის კონცერტი მეორედ გაიმართება. ღონისძიება Monument-ი ფარგლებში გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, ბელგიელი ჯგუფი საქართველოს შარშანაც სწორედ 12 ოქტომბერს ეწვია და ქართველი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა, დაუვიწყარი შოუ შესთავაზა. ზუსტად ერთი წლის თავზე კი, მსმენელის განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, MONUMENT კვლავ უმასპინძლებს ბელგიურ პოპ-ბენდს.
Oscar And The Wolf, 2010 წელს, მაქს კოლომბიმ დააარსა.
მუსიკოსს სულ ორი სტუდიური ალბომი – Entity და Infinity ჩაწერა.
ჯგუფმა Oscar and the Wolf 2016 წელს მიიღო პრესტიჟული ჯილდო European Border Breaker Award.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მაქს კოლომბი — ვოკალი, ოზან ბოზდაგი — ბას-გიტარა, ჯასპერ ბულინკი — გიტარა, კლაუდიო არდუინი — დასარტყამი ინსტრუმენტი.
მოღვაწეობის ოთხი წლის თავზე Oscar and the Wolf-ის პოპულარობა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას თავად ბენდის წევრები წარმოიდგენდნენ. ისეთი უკომპრომისო ვოკალით, რომელიც მაქს კოლომბს გააჩნია და იმ გარემოში, სადაც სასიამოვნო R&B და ინდი ელექტრო იყრის თავს, შეუძლებელია Oscar and the Wolf-მა პირველივე მოსმენისას დიდი ჩთაბეჭდილებები არ დაგიტოვოს. პირველი ალბომი სახელწოდებით “Entity” 2014 წელს გამოვიდა, რომელმაც მაშინვე როგორც უამრავი კრიტიკოსის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც მრავალი მსმენელის ყურადღება მიიქცია. სანამ მათი ალბომი მარტივად აგროვებდა პლატინურ ჯილდოებს, ბენდი უფრო და უფრო იზრდებოდა. ნებისმიერ არენაზე მათი ბილეთები სრულად იყიდებოდა. იქნებოდა ეს AFAS Live (8000 დამსწრე), თუ Sportpaleis (20000).
ამის შემდეგ მათ დაუკრეს ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: Rock Werchter, Pukkelpop, Lowlands, Pinkpop, Arras Main Square, Montreux Jazz, Eurockéenes, Southside, Zürich Open Air, Sziget, Babylon Soundgarden და Hurricane festival.
.