პრემიერის პრესსამსახური: მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ ყალბი დოკუმენტი მიიღეს

გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ ყალბი დოკუმენტი მიიღეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ. როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა. პრემიერმინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები