შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა – რა მოხდა ზესტაფონში

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკებისას შვილს მ.ს.-ს დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, მ.ს. -ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა რ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19,108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ რ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები