საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაორმაგდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში 54 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რაოდენობა 26 ერთეულით გაიზარდა.
სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონსა (37.0 %) და თბილისშია (16.7%) კონცენტრირებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები, ასევე, მდებარეობს: სამეგრელო-ზემო სვანეთის (13.0%), ქვემო ქართლის (9.3%), კახეთის (9.3%), იმერეთის (7.4%), მცხეთა-მთიანეთისა (5.6%) და გურიის (1.9%) რეგიონში.
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში მაცივრებში შენახული იყო 55.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 61.8 % ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.7% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.2 % თევზეული, 6.6 % ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
საქსტატის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 34.6 მლნ ლარის (8.0 ათასი ტონა) პროდუქცია. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 94.4% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (74.8%) და ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (17.0%) წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები