„ბლექ სი არენა“ ვერდის ოპერა ,,აიდას” უმასპინძლებს
23 აგვისტოს, 21:00 საათზე, „ბლექ სი არენა“ ჯუზეპე ვერდის ოპერა ,,აიდას” უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იმის გარდა, რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი პირველად ჩამოდის საქართველოში, „ბლექ სი არენაზე“ პირველად დაიდგმება საოპერო წარმოდგენა.
საოპერო დადგმა ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი, რომელიც წელს პირველად საქართველოში ტარდება.
არენა დი ვერონას დადგმა
დირიჟორი: პიერ ჯორჯო მორანდი;
რეჟისორი: ალფონსო სინიორინი;
კოსტიუმების მხატვარი: კარლა გალერი;
სცენოგრაფი: ჯუზეპე დე ფილიპი;
განათების მხატვარი: ენრიკო სტინკელი.
მონაწილეობენ: სუზანა ბრანკინი (აიდა), დეიან ვაჩკოვი (ეგვიპტის მეფე), დანიელა ბარჩელონა (ამნერისი), სერხიო ესკობარი (რადამესი), გაბრიელე ვივიანი (ამონასრო), გიორგი ანდღულაძე (რამფისი), ფილიპო მიკალე (მაცნე), გონჯა დოგანი (უმაღლესი ქურუმი ქალის ხმა).
შესვლა 18:00 საათზე.