საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4 %-მდე შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4% შეადგინა.
დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 50. 2 %-ს შეადგენს და, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1 %-ით არის შემცირებული. დასაქმებულთა რაოდენობამ შრომისუნარიანი მოსახლეობის 63.7 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები