20 აგვისტოს, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა მნახველებს უფასოდ უმასპინძლებს

20 აგვისტოს,  დიდი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება.
20 აგვისტოს,  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
როგორც „კვირას“ გალერეიდან აცნობეს,  გალერეა მთელი დღის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლებს მნახველებს. ასევე, მისულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ გალერეის გზამკვლევები.
ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი დავით კაკაბაძე, 1889 წლის 20 აგვისტოს, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტის  სოფელ დიდ კუხში დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები