არჩილ თალაკვაძე: მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის შვილებს – გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენმა თაობამ დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს

“24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს.
“დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! გმირის, რომელმაც ისტორია შექმნა! გმირის, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და გაუტეხელი ახალი საქართველოს სიმბოლოდ იქცა! 24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!
მინდა მივმართო გიორგის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ: თქვენი მამა გმირია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენმა თაობამ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს!დიდება გმირებს!”, – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები