CinéDOC-On Tour – რაჭის პირველი მინიფესტივალი გაიხსნება

 20 აგვისტოს, CinéDOC-On Tour-ის ფარგლებში, რაჭის პირველი მინიფესტივალი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მაყურებელს საშუალება მიეცემა, ნახოს საერთაშორისო და ქართული დოკუმენტური ნამუშევრები.
მინიფესტივალი სამ ლოკაციაზე ჩატარდება, კინოჩვენებები გაიმართება ქალაქ ონში, ამბროლაურსა და სოფელ ღებში.
რაჭის მინიფესტივალი 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ტრადიციისამებრ, თითოეული ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

პროგრამა

20 აგვისტო, 20:00 – გახსნის ცერემონიალი და ფილმის ჩვენება „სანამ მამა დაბრუნდება“ | BEFORE FATHER GETS BACK (75’)
ონის კულტურის ცენტრი

21 აგვისტო, 19:00 – „მოლენბეკის ღმერთები“ | GODS OF MOLENBEEK (73’)
ონის კულტურის ცენტრი
21:00 – დნესტრისპირეთი | TRANSNISTRA (96’)

22 აგვისტო, 18:00 საათი

„ღრუბლების ხილი“ | FRUITS OF CLOUDS (10’)
„ცხოვრება სანაპიროა“ | LIFE IS A BEACH (22’)
„აუუუნა“ | AUUUNA (8’)
„ბილი“ | BILLIE (4’)
ამბროლაურის ზ. ჯაფარიძის სახელობის საბავშვო
ბიბლიოთეკა | Z. JAPARIDZE CHILDREN’S LIBRARY IN
AMBROLAURI
20:00 -„ სიცოცხლე შებინდებისას“ | TWILIGHT OF A LIFE (70’)

ამბროლაურის ზ. ჯაფარიძის სახელობის საბავშვო
ბიბლიოთეკა | Z. JAPARIDZE CHILDREN’S LIBRARY IN
AMBROLAURI

23 აგვისტო, 18:00 – „ნანული და გოგი“ | NANULI AND GOGI (15’)
„ღმერთო, მადლობა ჩაისთვის“ | GOD, THANK YOU FOR TEA (24’)

ღების სარიტუალო შენობა | GHEBI BUILDING OF RITUALS

20:00 – „სანამ მამა დაბრუნდება“ | BEFORE FATHER GETS BACK (75’)

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები