„ბლექ სი არენაზე“  ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

17 აგვისტოს, 21:00 საათზე, „ბლექ სი არენაზე“  ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება.

მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი,  ანსამბლი „რუსთავი“,  ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი.

ბილეთების გაყიდვა დაწყებულია საიტებზე TKT.GE და Biletebi.ge. ბილეთის ფასი 20 -დან 80 ლარამდეზ.
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“  ბაქანზე გაჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები