ლოკარნოს კინოფესტივალზე ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა შედგება
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის საკონკურსო სექციაში – Pardi di Domani წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის – ამირან დოლიძის ფილმი „ცხოველი“.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი 7-17 აგვისტოს იმართება.
„ცხოველი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც რთულ პირობებში უჭირს თავისი წესიერების შენარჩუნება.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიაში 1946 წლიდან იმართება. იგი ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა ლოკარნოში დაიწყო.