თურქეთში, მარმარას კუნძულიდან, ხანძრის გამო, ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს
თურქეთში, მარმარას კუნძულიდან, ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს.
თურქული ტელეარხის NTV ინფორმაციით, სანაპირო ზოლი კვამლით დაიფარა. ცეცხლის ალი სასტუმროებსა და ახლოს მდებარე კაფეებს მიუახლოვდა.
ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული.
12 აგვისტოს თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპირო ზოლი, პროვინცია მუგლაში გაჩენილი ხანძრის გამო, კვალით დაიფარა.
ცეცხლის კერა კურორტ ფეთჰიედან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარს 520 მეხანძრე, 105 ავტოცისტერნა და 15 ვერტმფრენი აქრობდა.