„კატცელმაჰერი“ – გერმანულენოვანი თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება
14 აგვისტოს, 20:00 საათზე, „მზიურის“ კინოკლუბში, ღია ცის ქვეშ, გერმანელი ოსტატის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის ნამუშევრის -„კატცელმაჰერი“/ Katzelmacher ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი გერმანელი ახალგაზრდების ჯგუფის მდორე ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელშიც ბერძენი გასტარბაიტერის, იორგოსის გამოჩენას შფოთის მიზეზი შემოაქვს.
ჩვენების ორგანიზატორი: თეონა ბარათაშვილი
რეჟისორი: რაინერ ვერნერ ფასბინდერი
წელი: 1969
ქვეყანა: გერმანია
ხანგრძლივობა: 1 საათი და 28 წუთი
ენა: გერმანული (ინგლისური სუბტიტრებით)
დასაშვები აუდიტორია: +18
“გერმანულენოვანი თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ „ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი ჩვენებების ქსელის“, საინიციატივო ჯგუფის „გერმანული კულტურის საღამოები“ და “ახალი მზიურის” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
დასწრება თავისუფალია.