ეკა გიგაური: იმ ადამიანს, რომელიც დაინტერესდება და ფულს ჩადებს “რუსთავი 2-ში,” ექნება გარანტიები მთავრობის მხრიდან

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, „რუსთავი 2-ის” ახალ მფლობელს, ტელეკომპანიის შეძენის შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან გარანტიები ექნება.
„იმის გათვალისწინებით, რომ დვალისა და აქიმიძის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ეჭვი მაქვს, რომ ეს გამოძიება ნამდვილად არ დასრულდება ერთ კვირაში; იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ოქრუაშვილის განცხადებები იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა; იმის გათვალისწინებით, რომ კიწმარიშვილის ოჯახის წევრებიც, ფაქტობრივად, აპირებენ “რუსთავი 2-ის” მფლობელობასთან დაკავშირებით თავისი განცხადების გაკეთებას და ამისთვის ბრძოლას,   ვფიქრობ რომ ის ადამიანი, რომელიც დაინტერესდება და ფულს ჩადებს “რუსთავი 2-ში,” მას ექნება გარანტიები მთავრობის მხრიდან, რომ არც ერთი ამ საქმიდან, არანაირი შედეგი არ გამოვა, შესაბამისად, ამ ახალ მფლობელს არანაირი პრობლემები არ შეექმნება და ამის გარანტიის მიცემა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. შესაბამისად, ამ ადამიანს ან ექნება გარანტიები ხელისუფლების მხრიდან, ან მას ექნება სხვა შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან, რის შედეგად იგი გადაწყვეტს „რუსთავი 2-ის” ყიდვას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები