„ამ წუთებში გზები გადაკეტეს უშგულში“ – კოშკებისა და მაჩუბების სავალალო მდგომარეობის გამო საპროტესტო გამოსვლა იგეგმება

უშგულის კოშკებისა და მაჩუბების სავალალო მდგომარეობაზე წერს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელიც “ფეისბუქის” გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს. მარიამ ხაჭვანის ცნობით, უშგულში გზები გადაიკეტა და მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლა იგეგმება.

„მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ამ წუთებში გზები გადაკეტეს უშგულში. მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს.
ინფორმაციებს, ეტაპოვრივად, გაგიზიარებთ და თქვენც გაააზიარეთ.
სამწუხაროდ, უშგულში ორი წლის წინ მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინაც.
უშგულში  საგანგაშო მდგომარეობაშია კოშკებისა და მაჩუბების 90%, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ. 
თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში…
თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია.
მე ვტირი და მტკივა თითეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი, რომლებიც ჩემი ბავშვობისა და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია…
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ვისაც კი ჩვენი სამშობლო შეგტკივათ, დაგვიდექით გვერდში!“, – წერს მარიამ ხაჭვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები