რუსთავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები