ისრაელმა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა – არის მსხვერპლი

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში, ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში ალ-ფარაჯის მეჩეთი დაბომბეს, რის შედეგადაც ის მთლიანად განადგურდა.

შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში დაღუპულია 35 ადამიანი, დაშავდა ასზე მეტი პირი.

ამასთან, ისრაელმა სირიის სამხრეთ-დასავლეთით, დამასკოს გარეუბანში, აშრაფიე საჰნაიას ქალაქთან რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები