დიმიტრი საძაგლიშვილი: აბსურდული ბრალდებებით ხელისუფლება ცდილობს, ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია ვერ შექმნას

“რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების მიზანია, ნიკა გვარამიამ ვერ შექმნას ახალი ტელევიზია და ტელეკომპანია გააკოტროს ან მოახდინოს მისი ლიკვიდაცია, შედეგები კი ტელევიზიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დააბრალოს”, – ეს განცხადება ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.
„იმდენად აბსურდულ რაღაცებზე ამახვილებს ყურადღებას პროკურატურა, არ ვიცი. ერთადერთი ვფიქრობ, რომ შეიძლება, ჩემი დაკავშირება უნდოდეთ ამ საქმესთან, რომ მე არ ვიყო ნიკა გვარამიას ადვოკატი და ვერ შევძლო მისი ინტერესების დაცვა. შესაძლებელია, ერთადერთი ეს მიზანი ჰქონდეთ, სხვა არაფერი მიზანი არ შეიძლება, არსებობდეს ბუნებაში – არანაირი დანაშაულის ნიშანი.
დანაშაულის ნიშანი კი არა, არამედ ახლა უკვე მოქმედი პარტნიორი სამოქალაქო წესითაც რომ ედავოს, სარჩელს არანაირი პერსპექტივა აქვს; მით უმეტეს, დანაშაულზე საუბარი არის სრულიად გამორიცხული და წარმოუდგენელი რამ“, – ამბობს საძაგლიშვილი.
პროკურორის ინფორმაციით, გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბერში „ინტერმედია პლუსმა“, რომელსაც ამ დროს დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო თბილისში 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ფართები კი საკუთრებაში ნიკა გვარამიას გადაეცა, რომელმაც ორივე ბინა გაყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები