სოსო ცინცაძე: მაშინდელი ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი პირდაპირ ამბობდა, რომ რუსეთისგან ჰქონდა გარანტია, რომ პროვოცირების შემთხვევაში სააკაშვილი ვერ მოითმენდა

“ეს ომი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ომად, ამ ომში დამნაშავე მთავარსარდალია”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე 2008 წლის აგვისტოს ომს.
„საქართველოს ბევრი ომი წაუგია, ბევრი მოუგია გამარჯვებული ყოფილა, წაგებული ყოფილა, მაგრამ ეს ომი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ომად, რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი კაცი მხედართმთავარი არ ვარგოდა?! მთავარსარდალი არ ვარგოდა?! მთავარსარდალს სულ სხვა როლი უკავია დღეს, თუმცა რასაკვირველია ლომის წილი დამნაშავე ის არის. ჩვენ გვქონდა ამის ფუფუნება  საღი აზრისა და იმდორინდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით? არა, არ გვქონდა”, – განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგი იხსენებს „მაშინდელი ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ კოკოითის”, პირდაპირ ჩართვას რუსეთის ერთერთ არხზე, სადაც ის ყვირის – „სად არის დაპირებული დახმარება, თქვენ ხომ დაგვპირდით დახმარებას?
„მე მახსოვს მაშინ, რუსეთის ერთ-ერთ არხზე პირდაპირი ჩართვა იყო, მაშინდელი ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი კოკოითი, რომ გარბოდა დაგაცოფებული ბღაოდა – „სად არის დაპირებული დახმარება, თქვენ ხომ დაგვპირდით დახმარებას? ესე იგი ის პირდაპირ ამბობდა, რომმაშინ რუსეთისგან ჰქონდა გარანტია, აი შენ პროვოცირებას მოახდენ, დაიწყებ ქართული სოფლების დაბობმბვას, ჩვენ ვიცნობთ საააკაშვილს, ის იმპულსური ადამიანია, ვერ მოითმენს. გარდა მაგისა, იქ მოსახლეობა ჩამოვა და მართლაც ასე იყო”, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
მისი თქმით, შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს მაშინ ქართული სოფლებიდან აქ ჩამოსულები, როდესაც ისინი დახმარებასა და შველას ითხოვდნენ.
„ამ დროს რა იყო, რუსული პროპაგანდა, მოხდა პროვოკაციაზე წამოგება. დავანებოთ თავი ამას, მაგრამ ამ დროს ეს წრთვნები რომ იყო. მე, ვსვამ კითხვას – სად იყო ჩვენი საგარეო დაზვერვა? თუ იყო, მაშინ რატომ არ გადადგა? სად იყო ჩვენი საელჩო მოსკოვში? ელჩი გვყავდა მაშინ ჩვენ მოსკოვში. სად იყო რუსული გრუს ქართული ანალოგი? ჩვენ გვყავდა სამხედრო დაზვერვა ცალკე, გენშტაბისდაზვერვა ცალკე და ეს დაზვერვა კიდევ ცალკე”, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები