დიმიტრი ცქიტიშვილი: არ მგონია, რაღაც შეთქმულების მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გენერალურ პროკურატურაში ბრალის წარსადგენად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.
ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია არაა რაღაც შეთქმულების განსაკუთრებული მსხვერპლი.
“არ მინდა, სპეკულაციაში შევიდე და არც ის მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. თუ ადამიანს დანაშაული აქვს, შეიძლება, პასუხი ამაზე აგებინო. პროკურატურა თუ არასწორად იძიებს საქმეს, ან არასწორი დასკვნა დადო ამას, სასამართლო დაადგენს. არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია შეთქმულებისა. ეს ჩვეულებრივი, საგამოძიებო პროცესია. დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში არავინ არის დაცული, მათ შორის – არც მე.
გვარამია არის თუ არა დამნაშავე, ამას, საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს და მანამდე არის ეჭვმიტანილი. არც იმას ვამბობ, რომ გვარამია არის დამნაშავე, მაგრამ არის ეჭვმიტანილი. თუ ის ეჭვმიტანილია, შესაბამისად, მან უნდა იმართლოს თავი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები